წილკანში, მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში, მოსწავლეებს უმასპინძლეს

326

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზაზე, მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის მცენარეთა გენეტიკური რესურსების შეგროვების შესახებ სემინარი გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სემინარის მონაწილე ახალგაზრდებმა სერტიფიცირების ლაბორატორია დაათვალიერეს, სერტიფიცირებისა და სტანდარტების მნიშვნელობას გაეცნენ და მცენარეთა გენეტიკური რესურსების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი უკვე მეორე წელია იმართება და მასში მონაწილეობას საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტები, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ბიბლიოთეკები იღებენ. ფესტივალი 24 სექტემბერს გაიხსნა და 8 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

Comments
Loading...