წერეთელი ახალ საბანკო რეგულაციებზე: შეიძლება განვითარდეს მევახშეობა, უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ადამიანები

45

განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა გიგი წერეთელმა, ახალი საბანკო რეგულაციებზე საუბრისას “კურიერთან”.

გიგი წერეთლის განცხადებით, შესაძლოა პროცესმა არალეგალურ სექტორში გადაინაცვლოს და მევახშეობა განვითარდეს.

“არგუმენტი ამ ახალი რეგულაციების გამკაცრების სესხების აღების, რომელსაც ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე ვერ აიღებს სესხს არის ჭარბვალიანობა. ჭაბვალიანობას ამგვარი მონეტარული პოლიტიკით და ამგვარი სიმკაცრით ვერ შევცვლით.

ამის ყველაზე კარგი მაგალითი და ინსტრუმენტია განვითარება ეკონომიკის, რაც არ არის ქვეყანაში, სამუშაო ადგილების შექმნა, შემოსავლების გაჩენა. ასეთ შემთხვევაში როცა იქნება სიმკაცრე და ხალხი ვერ აირებს სესხს, დაიწყებს სხვა გზების ძიებას და შეიძლება ბევრმა გარიგებამ გადაინაცვლოს არალეგალურ სექტორში. განვითარდეს მევახშეობა, პროცენტები და უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ადამიანები,” – განაცხადა გიგი წერეთელმა.

Comments
Loading...