წელს 220 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სახელმწიფო ქონება გაიყიდა

4

ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, მიმდინარე წელს, დაჩქარებული პრივატიზაციის ფარგლებში, 227 მლნ ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონების გასხვისება მოახდინა. აღსანიშნავია, რომ არსებული შედეგი, ბოლო წლებთან შედარებით არის რეკორდული მაჩვენებელი და მეტყველებს კერძო სექტორის მხრიდან გაზრდილ მოთხოვნაზე, რაც პოზიტიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ პროცესებზე. პრივატიზაციიდან შემოსული თანხა ადგილობრივ, ცენტრალურ და აჭარის ბიუჯეტებს შორის არის გადანაწილებული.

წარმატებით მიმდინარეობს პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“. სააგენტო ინვესტორებს მუდმივად სთავაზობს კომერციულად მიმზიდველ სხვადასხვა ტიპის სახელმწიფო ქონებას, მათ შორის ტურისტულ, სამრეწველო, სოფლის მეურნეობის და ლოგისტიკური მიზნებისთვის საჭირო ობიექტებს. დღეის მდგომარეობით ელექტრონულ აუქციონებზე გამოტანილი უძრავი ქონების ჯამური საწყისი საპრივატიზებო საფასური 95 340 550 ლარს შეადგენს.

პრივატიზების პროცესი გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომია. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მონაწილეობა მიიღოს მიმდინარე ელექტრონულ აუქციონებში და მოკლე დროში გახდეს სახელმწიფო აქტივის მესაკუთრე.

Comments
Loading...