წელს ვიზიტორების რაოდენობა 2019 წლის დონის მხოლოდ 21%-ს გაუტოლდა

10

“თიბისი კაპიტალის” მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, ვიზიტორების რაოდენობა საქართველოში, 2021 წლის 10 თვის განმავლობაში, 2019 წლის დონის მხოლოდ 21%-ს გაუტოლდა. ახლო აღმოსავლეთიდან საერთაშორისო ვიზიტების მაღალი აღდგენა შეინიშნება. ვიზიტების რაოდენობაში ყველაზე დიდი წილი მეზობელ ქვეყნებს ეკუთვნის.

ვიზიტორებისგან მიღებული შემოსავლები 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში, 2019 წლის დონის 35.4%-ს გაუტოლდა. პანდემიის მიერ გამოწვეულმა გაურკვევლობამ მოგზაურების პრიორიტეტები და ქცევა შეცვალა. ისინი შედარებით დიდი ხნით ამჯობინებენ ტურისტულ ლოკაციებში დარჩენას, შესაბამისად საქართველოში ერთ ვიზიტზე შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზარდა 2019 წელთან შედარებით.

აქტიურმა ადგილობრივმა ტურიზმმა საქართველოში, სასტუმროების საშუალო დატვირთულობის აღდგენაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. 2021 წელს, თბილისის გარეთ მყოფ სასტუმროებში დატვირთულობის 70% ადგილობრივ დამსვენებლებზე მოდის. საქართველოში სასტუმროების საშუალო დატვირთულობის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალი იყო 2021 წლის ზაფხულში, არა მხოლოდ დიდ, ასევე საშუალო და მცირე ზომის სასტუმროებშიც.

Comments
Loading...