წელს ექსპორტზე 4.7 მლნ-ის ხურმა და კარალიოკი გავიდა

3

მიმდინარე წლის 1-ლი სექტემბრიდან 21 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოდან 9 344 ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 4.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ხურმისა და კარალიოკის მოცულობა 1878 ტონით (25%), ხოლო ღირებულება – 686 ათასი აშშ დოლარით (17%) გაიზარდა.

აღნიშნულ პერიოდში, ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი, ძირითადად, განხორციელდა სომხეთში (3,566 ტონა), რუსეთში (3,358 ტონა), უკრაინაში (2,202 ტონა), თურქეთში (108 ტონა), ყაზახეთში (62 ტონა), მოლდოვაში (39 ტონა).

Comments
Loading...