წელს ბიუჯეტში შემოსულობების გეგმა გადაჭარბებით შესრულდა

25

ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშის ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულობების გეგმა ცხრა თვეში 101,7%-ით შესრულდა.

შემოსულობებმა სახელმწიფო ბიუჯეტში 2021 წლის პირველ ცხრა თვეში დაახლოებით 12,9 მილიარდი ლარი შეადგინა, ხოლო ასიგნებებმა – დაახლოებით 14,5 მილიარდი ლარი.

შემოსავლებმა გადასახადებისგან კონსოლიდირებულ ბიუჯეტში შეადგინა 9.504 მლრდ ლარზე მეტი, ამასთან, შემოსავლების გეგმა ცხრა თვეში 101%-ით შესრულდა.ცხრა თვეში სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებამ შეადგინა 14.459 მლრდ ლარი, რაც საანგარიშო პერიოდში პროგნოზის 97,2%-ია.რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებს, მან 9.975 მლრდ ლარი, ანუ გეგმის 96,3% შეადგინა.

Comments
Loading...