წარმატების ახალი ისტორიები თიბისი სტატუსისგან

338

თიბისი სტატუსის საქველმოქმედო პლატფორმა სამ ახალ ისტორიას წარმოგიდგენთ.  ნებისმიერ მსურველს შეუძლია პირადად მიიღოს მონაწილეობა ახალგაზრდების წარმატებაში, რომელთა  შესახებ მომზადებული ვიდეოები შეგიძლიათ ნახოთ ვებგვერდზე www.statusdonates.ge .

ახალგაზრდები სოფელ ნიქოზიდან:

სოციოლოგიის  ფაკულტეტის  სტუდენტი მარიამ დევიძე და მისი მეგობრები  კონფლიქტის ზონასთან მდებარე სოფელ ნიქოზში მათი თანატოლების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას  ცდილობენ.  ადგილობრივების გამოკითხვის  შედეგად მარიამმა გაარკვია, რომსოფელში ყველაზე მეტად  ბიბლიოთეკები, გასართობი ცენტრები და სპორტული მოედნები სჭირდებათ.  მოძიებულის საგრანტო დაფინანსებით მარიამმა  და  მისმა  მეგობრებმა ნიქოზში ძველი შენობა ბიბლიოთეკად  გადააკეთეს.  ახლა ისინი სპორტული სკვერისკეთილმოწყობას გეგმავენ. ამ მიზნის მიღწევაში მათი მხარდაჭერა ნებისმიერ თქვენგანს  შეუძლია.

პატარა ბალერინა:

14 წლის ელენე ღაღანიძე  ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის   გამორჩეულიმოსწავლეა. ის უკვე 6 წელია ცეკვავს. ელენეს მიზანია პრიმა-ბალერინა გახდეს და მსოფლიოს ცნობილი თეატრების სცენაზე იცეკვოს, ის  ამისთვის  ძალიან  ბევრს  შრომობს. რთული კონკურსის გავლის შემდეგ, ელენე ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საბალეტოსკოლაში,  Ecole Superior de Danse Cannes Rosella Hightower-ში  მიიღეს.  ნახეთ როგორ ცეკვავს პატარა ბალერინა და მიიღეთ მონაწილეობა მის მომავალ წარმატებაში.

ნიჭიერი პიანისტი:

ტატო ალანია კონსერვატორიაში მაგისტრატურაზე სწვლობს. ახალგაზრდა ქართველმა პიანისტმა უკვე მიიქცია საერთაშრისო ყურადღება. ცოტა ხნის წინ ტატომ პრესტიჟულ გერშვინის კონკურში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. ის ნიუ-იორკში სექტემბერში მიემგზავრება. კონკურსზე ღირსეულად რომ წარსდგეს, ამისთვის ბევრს მეცადინეობს და ყველდღე დადის კონსერვატორიაში, რადგან  საკუთარი ინსტრუმენტი არა აქვს.

საქველმოქმედო პლატფორმა www.statusdonates.ge-ის მეშვეობით უკვე ათზე მეტი პროექტი დაფინანსდა.  თბილისის ზოოპარკს  შეემატა  ახალი ვეფხვი, საერთაშორისო კონკურსებსა და ფესტივალებზე გაემგზავრა  არაერთი  ნიჭიერი ახალგაზრდა.  მათ შორის, ანა ჩუბინიძე,  რომლმაც თავისი ანიმაციური ფილმი "ჯიბის კაცი" ნიუ-იორკის საბავშვო ფილმების კინოფესტივალზე წარადგინა. დაფინანსდაუსინათლოთათვის ადაპტირებული თამაში „აფორიზმობანა“ და სოფელ ძეგვში მდებარე თავშესაფრის რეალიბილიტაციის პროექტი.

Comments
Loading...