ძნელაშვილი: 2017 წელს ბიზნესომბუდსმენის აპარატში მომართვიანობამ ნამდვილად იკლო

258

ბიზნესომბუდსმენმა უალკოჰოლო სასმელების სავალდებულო მარკირებასთან დაკავშირებულ პრობლემაზე მამუკა ბახტაძეს მიმართა. როგორც ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ზურა ძნელაშვილი "ტვ პირველის" გადაცემა "ანალიტიკაში" აღნიშნავს, მიმდინარე წლის განმავლობაში ბიზნესომბუდსმენში მიმართვიანობამ იკლო, რაც კარგია, ვინაიდან ეს იმას ნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოებთან პრობლემებმა ბიზნესში რეალურად იკლო.

"2017 წელს ნამდვილად იკლო ბიზნესომბუდსმენის აპარატში მომართვიანობამ, იკლო მათ შორის საგადასახადო საკითხებზე მომართვიანობამ, რაც ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო. ეს მხოლოდ ჩვენს ბიზნესომბუდსმენში გამოკვეთილი ტენდენცია არაა, მე მქონდა კომუნიკაცია სხვადასხვა ბიზნესასოციაციებთან და ყველგან ერთნაირი ტენდენციაა, ყველა აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოებთან პრობლემებმა იკლო ბიზნესში. ყველაზე კარგი და სასიხარულო რაც არის, ეს არის, რომ პრობლემებმა იკლო. თუმცა, რა თქმა უნდა, საკითხებს ვერ ამოვწურავთ, არსებობს კიდევ გამოწვევები, ახალ-ახალი მაკონტროლებლები, რაც ყველაზე დიდი ტკივილია ჩვენთვის", – აცხადებს ძნელაშვილი.

Comments
Loading...