ძნელაშვილი: კომპანიები, ყოველი წლის ბოლოს, ფინანსთა სამინისტროს თვალებში არ უნდა უყურებდნენ

247

ბიზნესომბუდსმენმა უალკოჰოლო სასმელების სავალდებულო მარკირებასთან დაკავშირებულ პრობლემაზე მამუკა ბახტაძეს მიმართა. როგორც ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ზურა ძნელაშვილი "ტვ პირველის" გადაცემა "ანალიტიკაში" აღნიშნავს, არ შეიძლება საჯარო მიზნებისა და ამოცანების განხორციელების ფინანსური ტვირთი ბიზნეს კომპანიებზე გადავიდეს, კერძოდ კი, უალკოჰოლო სასმელების მარკირების ხარჯებს ფინანსთა სამინისტრო უნდა ფარავდეს და არა თავად კომპანიები.

"ალკოჰოლური სასმელების მარკირება თავისი არსით არის მიმდინარე კონტროლის პროცედურა. თქვენ იცით, რომ როდესაც მარკირების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს მთავრობამ, გაცხადებული მიზნები ამ მარკირების დაწყების იყო ის, რომ მოწესრიგებულიყო აღრიცხვიანობა დარგში და ფალსიფიკაციის წინააღმდეგ მიმართული ყოფილიყო გარკვეული ზომები.

მარკირების პროცედურა საჯარო ინტერესითაა განპირობებული. ამდენად, საჯარო მიზნებისა და ამოცანების განხორციელების ფინანსური ტვირთი არ შეიძლება რომ კომპანიებზე გადავიდეს, ესაა ჩვენი პოზიცია.

აქ ერთის მხრივ თითქოს ბოლო ორი წლის განმავლობაში ერთწლიანი დროებითი რეგულაციები დაწესდა, რომ შემოსავლების სამსახურმა გადაიხადა ეს მარკირების საფასური, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს დროებითი რეგულაცია კი არა, ეს უნდა იქცეს საერთო წესად, ვინაიდან კომპანიები არ შეიძლება რომ ყოველი წლის ბოლოს თვალებში უყურებდნენ ფინანსთა სამინისტროს, რომ აბა წელს ახლა რა მოხდება, ეს 5-6 მილიონი კომპანიების გადასახდელი იქნება, თუ ისევ ფინანსთა სამინისტრო გადაიხდის", – აცხადებს ზურა ძნელაშვილი.

Comments
Loading...