“ძველი ხეობის ახალი ისტორია” – ფილმი ხადას ხეობის პრობლემებზე

14

ფილმი დამოუკიდებელი ჟურნალისტების ჯგუფმა „T&M”-მ მოამზადა და ხადას ხეობის მოსახლეობის პრობლემებზე გვიამბობს. ფილმის პერსონაჟები საკუთარ მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებზე, უგზოობაზე, მიტოვებულ ნასახლარებზე, ინფრასტრუქტურის, ელემენტარული მომსახურების არქონაზე ყვებიან.

ხადას ხეობა დაცლილია და იქ დარჩენილ მოსახლეობას მძიმე პირობებში უწევს ცხოვრება. “აიპრესი” პერიოდულად წერს იქაური მოსახლეობის პრობლემებზე და ყოფაზე. არაერთი სტატია და რეპორტაჟია მომზადებული ხადას ხეობის სოფლებში დარჩენილ ოჯახებზე, მათ გასაჭირზე
ფილმში საუბარია თუ როგორ უწევს მოსახლეობას თვეობით საცხოვრებლის დატოვება, უგზოობის და ელემენტარული საცხოვრებელი პირობების სიმძიმის გამო. დიდთოვლობის დროს ხეობაში მისასვლელი გზა იკეტება და ხადელები ბარში ქირაობენ ბინებს, იქ ატარებენ ზამთარს. ხშირად ნაქირავებ სახლებში ცხოვრება 4-5 თვის განმავლობაში უწევთ და მერე უბრუნდებიან საკუთარ სოფლებს. ეს გახლავთ სოფლები, სადაც ავადმყოფობა “ეკრძალებათ”.
Comments
Loading...