ცხოველთა დაავადება “თურქულის” ეპიდემიოლოგიურ საკითხებზე თბილისში რეგიონული შეხვედრა მიმდინარეობს

287

ცხოველთა დაავადება „თურქულის“ საწინააღმდეგო ღონისძიებებსა და დაავადების მართვის საკითხებზე თბილისში წარმომადგენლობითი სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს.    ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა (OIE) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარადჭერით, საქართველოს, დასავლეთ ევრაზიის რეგიონის  12 ქვეყნის  წარმომადგენელი სტუმრობს.  რეგიონულ ჭრილში განიხილება ქვეყნებს შორის თანამშრომლობის და  დაავადება "თურქულის" ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული კვლევის სრულყოფის საკითხები.

შეხვედრა სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ გახსნა. "არსებული ფორმატი იძლევა იმის საშუალებას, რომ რეგიონის წევრ ქვეყნებს  შორის ჩამოყალიბდეს ერთიანი ხედვა და დაავადებასთან ბრძოლის ეფექტიანი მიდგომები. აგრეთვე, მნიშვნელოვანია, ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება.  უნდა აღინიშნოს, რომ  საქართველო  ამ კუთხით ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია. საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი პოზიციები  ცხოველური წარმოშობის პროდუქტების საექსპორტო პოტენციალის ზრდის კუთხით და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობა ამის ერთ-ერთი წინაპირობაა", – განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს გატარებულ პრევენციულ ღონისძიებებსა და შედეგებზე მიაწოდა ინფორმაცია. აღინიშნა, რომ საქართველოში დაავადება თურქულის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაცინაცია ყოველწლიურად ტარდება. წელს მილიონ ნახევარზე მეტი ამთვისებელია ვაქცინირებული და საქართველოში დაავადების გავრცელების რისკი მინიმუმამდეა შემცირებული.

ცხოველთა დაავადება თურქული სწრაფად გავრცელებადი მწვავე ვირუსული დაავადებაა.

Comments
Loading...