ცქიტიშვილი: ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება

40

ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილებით, ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქუთაისის შემოვლითი გზის ახალი მონაკვეთის შემოვლითი გზის მშენებლობას იწყებს. სატენდერო პირობების სამშენებლო კომპანიებს დღეს გააცნეს. ქუთაისის შემოვლითი ორ-ზოლიანი გზა 2014 წლის ნოემბერში გაიხსნა და ამ მონაკვეთზე მომხდარი ხშირი საგზაო შემთხვევების გამო, მალევე მოხდა მისი გაცალმხრივება. ახლა გზა 4-ზოლიანი გახდება, რისი მიზანიც საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებაა. პროექტის ღირებულება 200 მილიონი ლარია.

“დღემდე მოძრაობა ჯერ კიდევ ცალმხრივია ამ მონაკვეთზე, რაც ნამდვილად დაუშვებელია იმის გათვალისწინებით, რომ ქუთაისის შემოვლითი გზა არის აღმოსავლეთ-დასავლეთ ჩქაროსნული მაგისტრალის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ნაწილი.

სამწუხაროდ, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების სტანდარტების შესაბამისად, ამ გზას უახლოეს მომავალში, ამ სტანდარტების გათვალისწინებით არ ეკუთვნის დაფინანსება იმისთვის, რომ მეორე ზოლი დაემატოს, ამიტომ ჩვენ მივიღეთ მსჯელობის შედეგად მთავრობაში გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დავაფინანსოთ ამ გზის მშენებლობა”, – აცხადებს მაია ცქიტიშვილი.

Comments
Loading...