ცქიტიშვილი: საკადრო ცვლილებების მიზეზი მმართველობის გაუმჯობესებაა

109

ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, შეკითხვაზე, თუ რა გახდა საკადრო ცვლილებების განხორციელების მიზეზი, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი პასუხობს, რომ ამ ეტაპზე საუბარია მხოლოდ განახლებულ რესურსზე, განახლებულ გუნდზე, რომელიც, მისი თქმით, უკეთესს დინამიკას შემოიტანს რეგიონებში

"საკადრო ცვლილებების მიზეზი და ამოცანა, რატომაც ეს საკადრო ცვლილებები განხორციელდა, არის გაუმჯობესებული მმართველობა, მეტი კომუნიკაცია მოსახლეობასთან, უკეთ გადაწყვეტა იმ პრობლემების, რაც იქ არსებობს, მეტი ინიციატივის წამოღება რეგიონებიდან და ა.შ.

ეს არის ყველა ის საკითხი, რომელიც უშუალოდ გაუმჯობესებულ მმართველობას ემსახურება და ნამდვილად არ არის დაკავშირებული არანაირ შეკითხვებთან გნებავთ აუდიტის სამსახურის, ან გნებავთ სხვა სამსახურების მეშვეობით სხვა სამინისტროების მხრიდან.

ამ ეტაპზე ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ განახლებულ რესურსზე, განახლებულ გუნდზე, რომელიც უკეთესს დინამიკას შემოიტანს რეგიონებში და გააუმჯობესებს კოორდინაციას ცენტრალურ ხელისუფლებასა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის", – აცხადებს მაია ცქიტიშვილი.

Comments
Loading...