ცუცქირიძე: დღევანდელი ეკონომიკური რეალობის წინაშე 2000-იან წლების არასწორმა პოლიტიკამ დაგვაყენა

29

ამის შესახებ ექსპერტი საბანკო და საფინანსო საკითხებში, პროფესორი გოგიტა ცუცქირიძე მედიასთან აცხადებს.

“აღნიშნული სამწუხარო რეალობის წინაშე, 2000-იან წლებში წარმოებულმა არასწორმა პოლიტიკამ და საბანკო-საფინანსო სფეროში არსებული რეგულაციების გაუქმებამ მიგვიყვანა.

2003-2012 წლებში წარმოებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი იყო როგორც საბანკო და საფინანსო სექტორებში რეგულაციების გაუქმება, ასევე მაღალი დოლარიზაციაც და სავაჭრო ბალანსის სარეკორდო დეფიციტი, რომელიც 2012 წლისათვის 5 მლრდ დოლარს ასცდა და ჩვენი ეკონომიკა დღემდე ვერ ამოსულა ამ კატასტროფული საგარეო მოწყვლადობიდან.

აღნიშნული ეკონომიკური პოლიტიკა ექსპორტის შემცირებით და იმპორტის სარეკორდო ზრდით ხასიათდებოდა, რასაც მართალია თან სდევდა მომსახურების სერვისების განვითარება, მაგრამ სამაგიეროდ ადგილობრივი წარმოება როგორც ასეთი სულს ღაფავდა.

საბანკო სექტორის ფინანსური სექტორის მონოპოლისტად ქცევა, ფინანსური სექტორის სხვა მოთამაშეების და საფონდო ბაზრის ჩაძირვა, დღეს ასე პრობლემურად ქცეული “ჭარბვალიანობა” და კრედიტ ინფოს “შავი” სიაც არის სწორედ იმ ე.წ. დერეგულირებული ეკონომიკური პოლიტიკის ნეგატიური რეციდივი, რომელიც ასე პრობლემად არის ქცეული და დღემდე სერიოზულ ტვირთად აწევს ქართულ ეკონომიკას” – აცხადებს ექსპერტი საბანკო და საფინანსო საკითხებში, პროფესორი გოგიტა ცუცქირიძე.

Comments
Loading...