ცესკო: 21 ოქტომბერი უქმე დღეა

321

2017 წლის 21 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები გაიმართება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო)  ამომრჩევლებსა და საარჩევნო პროცესის მონაწილე მხარეებს შეახსენებს, რომ საარჩევნო კოდექსის (მუხლი 6) შესაბამისად, არჩევნების დღე – 21 ოქტომბერი არის უქმე დღე.

დამატებით შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს ამომრჩევლები აირჩევენ 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს.

Comments
Loading...