ცესკოს საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი 2017 წლის 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების დღეს

287

ცენტრალური საარჩევნო კომისია, ამომრჩევლების და ყველა დაინტერესებული მხარის დროულად ინფორმირების მიზნით, 21 ოქტომბერს დილის 08:30 სთ-დან რამდენიმე საათში ერთხელ საინფორმაციო ხასიათის ბრიფინგებს გამართავს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს როგორც კომისიის სატელეფონო – საინფორმაციო ცენტრი (2 51 00 51), ისე ონლაინ ჩატი. შესაბამისად ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება პასუხის მიღება არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის შესახებ.

საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი:

  • 8:30 სთ
  • 10:30 სთ
  • 12:30 სთ
  • 15:30 სთ
  • 17:30 სთ
  • 20:30 სთ

ცესკოს ცნობით, განრიგი საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს.

Comments
Loading...