ჩხოროწყუს მერიასა და ორგანიზაცია CENN-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

8

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის   (CENN) აღმასრულებელ დირექტორ  ნანა ჯანაშიასა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერ დათო გოგუას ხელმოწერით მერიასა და CENN-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია ეკოტურიზმის განვითარება ჩხოროწყუს  მუნიციპალიტეტში.

მხარეების თანამშრომლობა რეგიონში ითვალისწინებს მაღალი ღირებულების ტურიზმის განვითარებას, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის (TIC) არქიტექტურული პროექტის შემუშავებას, ტურიზმის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის დამყარებას  და მდგრადი ტურიზმის ხელშეწყობას შემდეგი აქტივობებით: TIC მშენებლობა, მუნიციპალიტეტში მაღალი ხარისხის ეკოტურისტული პროდუქტებისა და მომსახურების განვითარების ხელშეწყობა.

ღონისძიებას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და CENN-ის  წარმომადგენლები  ესწრებოდნენ.

პროექტი ხორციელდება „ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის“ ფინანსური მხარდაჭერით.

Comments
Loading...