“ჩრდილოეთ ნაკადი-2”, სავარაუდოდ, ოქტომბრიდან ამოქმედდება

4

რუსული ენერგოკომპანია „გაზპრომი“ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის გაზსადენის ამოქმედებას მომავალი თვიდან გეგმავს. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg წერს.

რუსულ გიგანტს გაზის ტრანსპორტირების დაწყება 1 ოქტომბერს სურს. თუმცა, ევროპის გაზის ქსელში ფაქტობრივი ნაკადების დრო კვლავ იქნება დამოკიდებული გერმანული მარეგულირებლის გადაწყვეტილებაზე.

გაზსადენის ორივე ხაზის ამოქმედება კი პირველი დეკემბრიდან იგეგმება.

გამოცემის ცნობით, მილსადენი გარკვეულ შვებას მისცემს გაზის ევროპულ ბაზრებს, რომლებიც ზამთრის დაწყების წინ მიწოდების შეზღუდვებს ელოდებიან, რადგან ფასები უკვე რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს.

1 200 კილომეტრის სიგრძის გაზსადენმა რუსული ბუნებრივი აირის მიწოდება გერმანიაში ბალტიის ზღვის გავლით და უკრაინის გვერდის ავლით უნდა განახორციელოს.

აშშ, ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი და უკრაინა პროექტს წინააღმდეგი არიან.

Comments
Loading...