ჩრდილოეთ კორეამ სარაკეტო პოლიგონის დემონტაჟი შეაჩერა

45
ჩრდილოეთ კორეაში, სოჰეს სარაკეტო პოლიგონის ძირითადი ობიექტების დემონტაჟი, სადაც ინტერკონტინენტალური ბალისტიკური რაკეტების ჰვანსონის საგამოცდო გაშვებები ხდებოდა, შეჩერებულია. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის კვლევითი ცენტრი, კომერციული თანამგზავრებიდან გადაღებულ ფოტოებზე დაყრდნობით იუწყება.
 
ობიექტების დემონტაჟის დაწყების შესახებ ინფორმაცია ივლისში გავრცელდა. ფოტოები, რომლებიც 24 ივლისს არის გადაღებული, მოწმობს იმაზე, რომ დემონტაჟი რეალურად დაწყებული იყო, თუმცა 3 აგვისტოდან მოყოლებული, პოლიგონზე მნიშვნელოვანი სამუშაოები აღარ შეინიშნებოდა.
 
სოჰეს დემონტაჟს მნიშვნელოვან ნაბიჯს უწოდებენ ფხენიანის მიერ ბირთვულ იარაღზე უარის თქმის საკითხებში. მაისის თვეში, პუნგერის პოლიგონის დემონტაჟი განხორციელდა. კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციის შესახებ გეგმები ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინისა და აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შეხვედრაზე იქნა განხილული.
Comments
Loading...