“ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის” გაზსადენის გაზით შევსება დაიწყო

2

“ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის” გაზსადენის პირველი მილების შევსების პროცედურა 4 ოქტომბერს დაიწყო. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

მილები გაზით ეტაპობრივად იზრდება, რათა მოხდეს შემდგომი ტექნიკური ტესტირებისათვის საჭირო მოცულობისა და წნევის მიღწევა.

გაზსადენის ოპერატორმა შეასრულა ყველა საჭირო პირობა, რომელიც გაზსადენის ექსპლუატაციაში გაშვებისთვის არის საჭირო, მათ შორის, გაიარა  სპეციალური დიაგნოსტირება, ასევე გარე ვიზუალური და ინსტრუმენტული შემოწმება.

1 200 კილომეტრის სიგრძის გაზსადენმა რუსული ბუნებრივი აირის მიწოდება გერმანიაში ბალტიის ზღვის გავლით და უკრაინის გვერდის ავლით უნდა განახორციელოს.

გაზსადენის მშენებლობა სექტემბერში დასრულდა. “ჩრდილოეთი ნაკადი 2”-ის მეშვეობით, ყოველწლიურად 55 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდება იქნება შესაძლებელი.

Comments
Loading...