ჩინური Cofco მზადაა, რუსეთის სასმელი წყალის ბაზარზე 6 მილიარდი რუბლის ინვესტიცია განახორციელოს

41

ჩინური კომპანია Cofco Coca-Cola Beverages-ის ინვესტიციებმა შორეულ აღმოსავლეთისა და ბაიკალის რეგიონის სასმელ წყალში, შესაძლოა 6 მილიარდი რუბლი შეადგინოს. ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ლუან სიუცზიუმ, რუსეთის ვიცეპრემიერთან შეხვედრისას განაცხადა.

კომპანიამ უკვე აწარმოა მილიონი ბოთლი სასმელი წყალი, ხოლო 2018 წლის ივლისიდან ჩინეთში კამჩატკის წყლის გაყიდვები დაიწყო. წყლის დაგეგმილმა მოცულობამ უნდა შეადგინოს 10 მილიონი ლიტრი პირველ წელს, 18 მილიონი ლიტრი მეორე წელს, ხოლო მესამე წელს – 30 მილიონი ლიტრი.

კომპანიის წარმომადგენლის თქმით, წყალი მაღაზიებში სექტემბრიდან გამოჩნდება. დიდი მოთხოვნის შემთხვევაში, Cofco პროექტის მეორე ეტაპის ჩაშვებას განიხილავს – ამ შემთხვევაში კომპანიის ინვესტიციების თვითღირებულება 6 მილიარდ რუბლს მიაღწევს.

Cofco Coca-Cola Beverages 65%-ით ჩინეთის უმსხვილეს კომპანია Cofco-ს ეკუთვნის, ხოლო 35%-ით – Coca-Cola Company-ს. კომპანია ჩინეთის სასმელების ბაზარზე ლიდერი კორპორაციაა.

Comments
Loading...