ჩინური კომპანია ZTE, ამერიკის სანქციების გამო, 1 მილიარდი აშშ დოლარით დაზარალდა

51

ჩინურმა კომპანიამ ZTE, რომელიც სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობასა და ჭკვიან ტელეფონებს აწარმოებს, 2018 წლის პირველ ნახევარში 7,8 მილიარდი იუანის, ანუ 1,1 მილიარდი აშშ დოლარის ზარალი ნახა, რაც კორპორაციის წინააღმდეგ დაწესებულმა ამერიკულმა სანქციებმა გამოიწვია. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში, კორპორაციის მოგება 27%-მდე დაეცა, 39,4 მილიარდ იუანამდე. ერთი წლით ადრე კი, კომპანიის შემოსავალი 2,3 მილიარდ იუანად იყო შეფასებული.

მიმდინარე წლის აპრილში, ვაშინგტონმა ZTE-ს, აშშ-ში პროდუქციის გაყიდვა აუკრძალა. ამერიკამ კი ეს საქციელი იმით ახსნა, რომ კორპორაციამ დაარღვია ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების პირობები და მათ პროდუქციას ყიდდა.

მაისის დასაწყისში, ZTE-მ დროებით შეაჩერა ძირითადი საწარმოო საქმიანობა, თუმცა 7 ივნისს აშშ-ის ვაჭრობის მინისტრმა უილბურ როსმა განაცხადა კომპანიასთან მიღწეული შეთანხმების შესახებ, რომლის თანახმადაც, კომპანიას შეუძლია აშშ-ის ბაზარზე დაბრუნება მხოლოდ მას მერე, რაც ჯარიმას გადაიხდის, რომელიც 1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

მოგვიანებით ZTE-ის ხელმძღვანელმა ინ იმინმა ბოდიში მოიხადა თანამშრომლების, აქციონერებისა და კლიენტების წინაშე იმ ჯარიმის გამო, რომლის გადახდასაც ვაშინგტონისთვის კორპორაცია დათანხმდა.

Comments
Loading...