ჩინურენოვანი გიდებისთვის ტრენინგი ჩატარდა

35

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით და გიდების ასოციაციის ორგანიზებით ჩინურენოვანი გიდებისთვის ტრენინგი ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაცია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

გადამზადების კურსი თერთმეტმა გიდმა გაიარა, სწავლება  საერთაშორისო სტანდრატების მიხედვით გაიმართა. ტრენინგის შემდეგ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და გიდების ასოციაციის პრეზიდენტმა ქეთი მელაძემ მონაწილეებს სპეციალური სიგელები გადასცეს.  

სტატისტიკური მონაცემებით, 2018 წლის 11 თვეში, ჩინეთიდან საქართველოში 30 ათასზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა წინა ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 80%-ით მეტია.

Comments
Loading...