ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტის ზრდამ 2015 წელთან შედარებით 98% შეადგინა

504

“ჩინეთში ღვინის ექსპორტის ზრდამ 2015 წელთან შედარებით შეადგინა- 98%”,- ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათსავე გამოქვეყნებულ მონაცემებში ექსპორტის მატება აღსანიშნავია ევროკავშირის, ჩინეთის, აშშ-ს და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით, კერძოდ:

უკრაინა – 70% (5 811 050), რუსეთი – 49% (27 222 076), პოლონეთი – 46% (2 329 820), კანადა – 34% (210 936), ბელარუსი – 30% (1 174 362), დიდი ბრიტანეთი – 28% (97 226), ესტონეთი – 25% (631 632), ყირგიზეთი – 24% (230 776), აშშ – 19% (294 382), ლატვია – 19% (1 258 632), იაპონია – 15% (159 654), გერმანია – 6% (292 454), ჩეხეთი – 353% (119 648) და სხვა.

ამასთან აღსანიშნავია, რომ ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში პირველ ადგილს რუსეთი იკავებს, სადაც 2016 წელს 27 222 076 ღვინოა ექსპორტირებული. მას მოსდევს უკრაინა (5 811 050), ჩინეთი (5 299 149), ყაზახეთი (3 393 435) და პოლონეთი (2 329 820).

Comments
Loading...