ჩინეთში მსოფლიოში ყველაზე გრძელი საზღვაო ხიდი გაიხსნა

81

მსოფლიოში ყველაზე გრძელი საზღვაო ხიდის გახსნის ცერემონია ჩინეთის ქალაქ ჩჟუხაიში, გუადუნის პროვინციაში შედგა, მასში მონაწილეობას იღებდა აგრეთვე ჩინეთის ლიდერი სი ცზინპინი.

პროექტის ღირებულებამ 20 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ხიდის სიგრძე 55 კილომეტრია. კონსტრუქცია აგრეთვე მოიცავს წყალქვეშა გვირაბს, რომელიც 6,7 კილომეტრის სიგრძის არის.

ხიდი ჩინეთს აკავშირებს ქვეყნის ორ სპეციალურ ადმინისტრაციულ რაიონთან მაკაოსთან და ჰონგ-კონგთან.

კონსტრუქციას 8 მაგნიტუდა სიმძლავრის მიწისძვრას შეუძლია გაუძლოს. მშენებლობისათვის 400 ათასი ტონა რკინა გამოიყენეს. ხიდის მშენებლობა ჯერ კიდევ 2009 წელს დაიწყო. ხიდის მშენებლობისათვის აგრეთვე შეიქმნა ორი ხელოვნური კუნძული.

Comments
Loading...