ჩინეთში დაფიქსირდა H10N3 ფრინველის გრიპით ადამიანის ინფიცირების პირველი შემთხვევა მსოფლიოში

10

H10N3 ფრინველის გრიპით ადამიანის ინფიცირების მსოფლიოში პირველი შემთხვევა გამოვლინდა ჩინეთის აღმოსავლეთ პროვინციაში, ძიანსუში. ამის შესახებ ნათქვამია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჰიგიენისა და ჯანმრთელობის სახელმწიფო კომიტეტის განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, 41 წლის მამაკაცს სიცხემ მისცა აპრილის ბოლოს, რამდენიმე დღის შემდეგ, მდგომარეობის გაუარესების გამო, იგი ექიმთან მივიდა და საავადმყოფოში მოათავსეს. ამ დროისთვის მისი მდგომარეობა დასტაბილურდა და თითქმის სრულად აკმაყოფილებს საავადმყოფოდან გაწერის კრიტერიუმებს.

28 მაისს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულმა ცენტრმა პაციენტის მასალების მიღების შემდეგ გაანალიზა და დაასკვნა, რომ ადამიანი დაინფიცირდა H10N3-ით. დღეისათვის მასთან კონტაქტში მყოფი ყველა ადამიანი ექვემდებარება სამედიცინო მეთვალყურეობას, მათ შორის ჯერჯერობით არ არის გამოვლენილი ავადმყოფი.

როგორც დეპარტამენტის შეტყობინებაშია ნათქვამი, “H10N3 წარმოიშვა ფრინველებისგან, რადგან გენომის ანალიზმა აჩვენა, რომ ვირუსს არ აქვს ადამიანის ინფიცირების უნარი”. მანამდე მსოფლიოში H10N3-ით ადამიანის ინფიცირების არცერთი შემთხვევა დაფიქსირებულა, ვირუსი გადაეცემა ფრინველიდან ფრინველს და აქვს დაბალი პათოგენურობა.

Comments
Loading...