ჩინეთმა ნავთობის მოპოვება გაზარდა

5

2021 წლის სექტემბერში ჩინეთში ნედლი ნავთობის მოპოვება წლიური 3,2%-ით გაიზარდა და 16,61 მილიონი ტონა შეადგინა. ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო Xinhua ჩინეთის სახელმწიფო სტატისტიკური სამსახურის (GSO) მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.

ამასთან, ნავთობის მოპოვება თვიურ ჭრილში, აგვისტოსთან შედარებით 0,9 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი. ნავთობის საშუალო დღიური მოპოვება ქვეყანაში 554 ათას ტონას შეადგენს.

მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში ჩინეთის ნედლი ნავთობის მოპოვებამ შეადგინა 149,84 მილიონი ტონა, რაც 2,5%-ით მეტია 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

Comments
Loading...