ჩინეთმა მსოფლიოში უდიდესი უპილოტო თვითმფრინავი გამოსცადა

167

ჩინეთის ჩრდილო ნაწილში წარმატებით გამოსცადეს მსოფლიოში უდიდესი უპილოტო თვითმფრინავი FH-98.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თვითმფრინავი სამგზავრო ხომალდ Yun-5B-ის ბაზაზე შეიქმნა. მისი ასაფრენი წონა დაახლოებით 5,25 ტონა იყო, ხოლო დატვირთვის მაქსიმალური მოცულობა – 1,5 ტონა.

უპილოტო თვითმფრინავს შეუძლია 4,5 კილომეტრის სიმაღლეზე აფრენა და 180 კმ/სთ-ის სიჩქარის განვითარება. გარდა ამისა, თვითმფრინავს საწვავის დამატების გარეშე შეუძლია შეუჩერებლად 1,2 ათასი კილომეტრის დაფარვა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, FH-98-ს ტვირთვის გადატანა ერთმანეთისგან მოშორებულ ქალაქებს, მთიან რაიონებს, კუნძულებს შორის შეუძლია. ასაფრენად ხომალდს 150 მეტრი ესაჭიროება.

ჩინეთის კოსმოსური ელექტრონიკის აკადემიის პრეზიდენტის ლიუ მეისიუანის განცხადებით, FH-98 შემოწმებული ტექნოლოგიის მოდერნიზაციის მეშვეობით შეიქმნა. მისი თქმით, თვითმფრინავის გამოყენება შესაძლებელია როგორც სამოქალაქო, აგრეთვე სამხედრო ავიაციაში.

Comments
Loading...