ჩინეთი ორბიტალურ სადგურზე თავის პირველ ასტრონავტებს 17 ივნისს გაგზავნის

22

პირველი ჩინური დაკომპლექტებული კოსმოსური ხომალდის “Shenzhou-12” გაშვება Tiangong-ის ორბიტალურ სადგურზე დაგეგმილია ხუთშაბათს, 17 ივნისს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Xinhua ჩინეთის დაკომპლექტებული კოსმოსური პროგრამის ოფისის მითითებით იუწყება.

“ჩინელი კოსმონავტები ნე ჰაიშენგი, ლიუ ბომინგი და ტანგ ჰუნგბო შეასრულებენ “Shenzhou 12″-ის კოსმოსურ მისიას. ეკიპაჟის მეთაური იქნება ნე ჰაიშენგი”, – განაცხადეს ოფისში.

ასტრონავტები გაემგზავრებიან მოდულისკენ Tianhe, რათა დაიწყონ ახალი ორბიტალური სადგურის მშენებლობა და გაფართოება. ჩინეთის კოსმოსური ეროვნული ადმინისტრაციის (CNSA) გეგმების თანახმად, Tiangong-ის სადგურის მშენებლობა 2022 წელს უნდა დასრულდეს, როდესაც მას დაუკავშირებენ ლაბორატორიული მოდულს Wentian და კვლევით მოდულს Mengtian.

2025 წელს კი ჩინეთი გაუშვებს ავტომატიზირებულ მოდულს Xuntian, რომელიც განახორციელებს ასტროფიზიკურ კვლევას და პერიოდულად შეუერთდება ხოლმე Tiangong-ს.

Comments
Loading...