ჩინეთი მოუწოდებს აშშ-ს, გააუქმოს Huawei-ის ყოფილი ფინანსური დირექტორის დაკავების ორდერი

29

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აშშ-ს, გააუქმოს Huawei-ის ყოფილი ფინანსური დირექტორის მენ ვენჩჟოუს დაკავების ორდერი და შეწყვიტოს ჩინურ კომპანიებზე ზეწოლა.

უწყებაში აცხადებენ, რომ პეკინი დაიცავს ჩინური კომპანიების კანონიერ ინტერესებს.

აქამდე აშშ-ის იუსტიციის მინისტრმა კომპანია Huawei-ს ჯაშუშობასა და თაღლითობაში დასდო ბრალი. აშშ-ის ხელისუფლების ვერსიით, კომპანიის თანამშრომლებმა მოიპარეს ამერიკული კომპანია T-Mobile-ს ტექნოლოგია. აგრეთვე, ვაშინგტონს მიაჩნია, რომ მიუხედავად დაწესებული სანქციებისა, Huawei აგრძელებს ბიზნესს ირანში.

Huawei-ის ფინანასური დირექტორი მენ ვანჩჟოუ კანადაში, აშშ-ის მოთხოვნით, 2018 წლის დეკემბერში დააკავეს. იგი ეჭვმიტანილია ირანის წინააღმდეგ განხორციელებული სანქციების დარღვევაში. პეკინმა უკვე მიმართა ვაშინგტონს ორდერის გაუქმების შესახებ.

Comments
Loading...