ჩინეთი მოსახლეობას მოუწოდებს, ბიტკოინისგან “თავი შორს დაიჭირონ”

14

ჩინეთის სახალხო ბანკის განცხადებით, კრიპტოვალუტებით ტრანზაქციები სპეკულაციაა. ამის შესახებ გამოცემა People Daily წერს.

ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა მოსახლეობას მოუწოდებს ბიტკოინისგან “თავი შორს დაიჭირონ”.

”ცენტრალური ბანკი შესაბამის დეპარტამენტებთან ერთად კრიპტოვალუტის უცხოური ბირჟებისა და ადგილობრივ ტრეიდერების წინააღმდეგ სპეციალურ ზომებს მიიღებს”, – ნათქვამია განცხადებაში. მოქალაქეებმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ ხელისუფლებას, თუ გაიგებენ ციფრული აქტივებით უკანონო გარიგებების შესახებ.

Comments
Loading...