ჩინეთი აფრიკის ქვეყნებისთვის 60 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის დახმარებას გამოყოფს

79
ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა აფრიკის ქვეყნებს 60 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის დახმარება შესთავაზა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
 
აღნიშნული თანხიდან 15 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფა დაბრუნების გარეშე იგეგმება. გარდა ამისა, აფრიკულ ქვეყნებს 20 მილიარდი აშშ დოლარის საკრედიტო ხაზი გამოეყოფათ, 10 მილიარდი აშშ დოლარი ჩინეთისა და აფრიკის განვითარების სპეციალური ფონდის მეშვეობით გადაეცემათ, ხოლო 5 მილიარდი აშშ დოლარი – აფრიკული იმპორტის განვითარების სპეციალური ფონდის მეშვეობით.
 
დარჩენილი 10 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას კი, სამი წლის განმავლობაში სხვადასხვა ჩინურ კომპანიებს შესთავაზებენ. გარდა ამისა, ჩინეთი სახელმწიფო ვალებს ჩამოაწერს აფრიკის ღარიბ ქვეყნებს, რომელთა ვადაც 2018 წელს იწურება.
 
ჩინეთის ლიდერმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ჩინეთი აფრიკაში, ეკოლოგიის სფეროში 50 პროექტის რეალიზაციას განახორციელებს. მან აგრეთვე განაცხადა, რომ ჩინეთი შექმნის მშვიდობისა და უსაფრთხოების ფონდს და გააგრძელებს აფრიკის კავშირისთვის უფასო სამხედრო დახმარების აღმოჩენას.
Comments
Loading...