ჩინეთის უმდიდრესი ადამიანი ჯეკ მა, Alibaba-დან წასვლის შემდეგ პედაგოგობას და ქველმოქმედებას აპირებს

165

მილიარდერმა ჯეკ მამ, რომელიც ჩინეთის უმდიდრესი ადამიანია, Bloomberg TV-თან ინტერვიუში იმის შესახებ ისაუბრა, თუ რას აპირებს ინტერნეტ-რეტეილერ კომპანია Alibaba-დან წასვლის შემდეგ.

ბიზნესმენის თქმით, იგი დიდ დროსა და რესურსს უთმობს ფილანტროპიას და აპირებს, რომ ბილ გეიტსის გზას გაჰყვეს – შექმნას ფონდი, რომელიც საგანმანათლებლო პროექტებს დააფინანსებს.

"ბევრი რამ არის, რაც შეიძლება რომ ბილ გეიტსისგან ვისწავლო. ისეთი მდიდარი ვერასდროს გავხდები, მაგრამ ერთი რამის უკეთ გაკეთება შემიძლია – საქმეს უფრო ადრე ჩამოვშორდე", – აღნიშნავს ჯეკ მა.

Alibaba-ს დაარსებამდე, 1999 წელს, ჯეკ მა ინგლისურის მასწავლებლად მუშაობდა. 2013 წელს მან კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დატოვა, თუმცა მაინც ჯერ კიდევ მისი სახეა.

"ვფიქრობ, ერთხელაც, და ეს მალე მოხდება, პედაგოგობას დავუბრუნდები. ეს არის ის, რისი კეთებაც, Alibaba-ს აღმასრულებელ დირექტორობაზე უკეთ შემიძლია. ძალიან მალე შეიტყობთ. Jack Ma Foundation მზად მაქვს. ამ ყველაფერზე 10 წლის განმავლობაში ვმუშაობდი", – აცხადებს ბიზნესმენი.

Comments
Loading...