ჩინეთის მოსახლეობა 2018 წელს 5,3 მილიონით გაიზარდა

123

2018 წელს კონტინენტური ჩინეთის მოსახლეობა 1,395 მილიარდ ადამიანამდე გაიზარდა. ამის შესახებ ჩინეთის სახელმწიფო სტატისტიკის სამმართველო იუწყება.

2017 წლის მონაცემებთან შედარებით, მოსახლეობა 5,3 მილიონი ადამიანით გაიზარდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში 2018 წელს 15,23 მილიონი ადამიანი დაიბადა, ხოლო 9,93 მილიონი გარდაიცვალა. მოსახლეობის შრომისუნარიანობა 16-დან 59 წლამდე ითვლება და 897,29 მილიონი ადამიანი შეადგინა.

აქამდე ცნობილი იყო, რომ 2018 წელს ჩინეთის მშპ-ის ზრდის ტემპმა 6,6% შეადგინა, რაც 1990 წლიდან მოყოლებული ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. გასულ წელს ჩინეთის მშპ-მა 90,03 ტრილიონი იუანი შეადგინა. 2017 წელთან შედარებით კი, სულზე რეალური შემოსავალი 8,7%-ით გაიზრდა და 28228 იუანი შეადგინა. სამომხმარებლო ფასების ინდექსი კი 2,1%-ით გაიზარდა.

Comments
Loading...