ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელებულია

2

ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, 2021 წლის III კვარტალში, გასული წლის მონაცემებთან შედარებით, ჩინეთის ეკონომიკა 4.9%-ით გაიზარდა.

ეკონომისტები მთლიანი შიდა პროდუქტის უფრო მაღალ, 5.2%-იან ზრდას ვარაუდობდნენ.

ამასთან, 2021 წლის I კვარტალში ჩინეთის ეკონომიკა 18.3%-ით, ხოლო II კვარტალში 7.9%-ით გაიზარდა.

ანალიტიკოსების განმარტებით, ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი თითქმის ყოველწლიურად მცირდება, რაც მშპ-ს ზომის ზრდითაა გამოწვეული.

Comments
Loading...