ჩინეთის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ბოლო 28 წლის მინიმუმამდე დაეცა

36

2018 წლის მონაცემების მიხედვით, ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ტემპმა 6,6% შეადგინა, რაც ბოლო 28 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

გავრცელებული სტატისტიკის მიხედვით, 2018 წელს ჩინეთის მშპ-მა 90,03 ტრილიონი იუანია შეადგინა. 2018 წლის პირველ კვარტალში მშპ 6,8%-ით გაიზარდა, მეორეში – 6,7%-ით, მესამეში – 6,5%-ით, ხოლო მეოთხეში – 6,4%-ით.

ზრდის მაჩვენებელის შემცირების მიზეზად სპეციალისტები აშშ-სა და ჩინეთის სავაჭრო ომს ასახელებენ, აგრეთვე შიდა ინვესტიციებზე მოთხოვნის დაბალ მაჩვენებელს. 2017 წელს ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 6,8% იყო.

ჩინეთში სამომხმარებლო საქონლის საცალო გაყიდვების მოცულობამ 380,87 მილიარდი იუანი შეადგინა, რაც 2017 წელთან შედარებით 9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ამასთან, ონლაინ გაყიდვები 23,9%-ით გაიზარდა და 9 ტრილიონი იუანი შეადგინა, ხოლო 2017 წელს ანალოგიური მაჩვენებელი 32,2% იყო.

2018 წელს ჩინეთის თითო სულზე რეალურმა შემოსავალმა 28228 იუანი შეადგინა, რაც გასულ წელთან შედარებით 8,7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

Comments
Loading...