ჩაკრაბარტი: საქართველოს, უკანასკნელ წლებში, შესანიშნავი ეკონომიკური მენეჯმენტი აქვს

331

"მტკიცედ მწამს, რომ საქართველოში დღეს არსებული მდგომარეობა თქვენს ქვეყანას გარდამავალ პერიოდში მყოფი ქვეყნების შემდეგი ტალღის ლიდერად აქცევს – იმ ევროპული ქვეყნების შემდეგ, რომლებთანაც 90-იან წლებში და 2000-იანი წლების დასაწყისში ვთანამშრომლობდით", – ამის შესახებ EBRD-ის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი შეფასებით, საქართველო ახალი ტალღის ლიდერია.

"რამ განაპირობა ეს შედეგი? პირველ რიგში, აღსანიშნავია შესანიშნავი ეკონომიკური მენეჯმენტი.  საქართველოს მიერ განსაკუთრებით უკანასკნელ წლებში ეკონომიკის მენეჯმენტის შეფასებისას, უნდა აღვნიშნოთ ფინანსთა მინისტრისა და ცენტრალური ბანკის, ასევე, მთლიანად მთავრობის წვლილი. ფანტასტიკური შედეგია", – განაცხადა სუმა ჩაკრაბარტიმ.

EBRD-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოში მესამედ იმყოფება, რაც იმის დადასტურებაა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში EBRD-სა და საქართველოს შორის ურთიერთობამ და სტრატეგიულმა პარტნიორობამ მნიშვნელოვან ნიშნულს მიაღწია.

Comments
Loading...