შპს “ყაზტრანსგაზ თბილისის” სპეციალურ მმართველს უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდა

199

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, შპს "ყაზტრანსგაზ თბილისში" სპეციალურ მმართველს, გიგლა თამაზაშვილს უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდა.

შესაბამისი ცვლილებები შევიდა "თბილისის ბუნებრივი გაზით სტაბილური მომარაგების უზრუნველყოფის შესახებ" კომისიის 2009 წლის 16 მარტის N3/1 გადაწყვეტილებაში. ცვლილებების თანახმად, გიგლა თამაზაშვილი სპეციალური მმართველის თანამდებობას 2019 წლის პირველ იანვრამდე დაიკავებს.

გიგლა თამაზაშვილი ენერგეტიკის სექტორში 2005 წლიდან მოღვაწეობს. შპს "ყაზტრანსგაზ თბილისში" სპეციალური მმართველის თანამდებობაზე პირველი ვადით, 2017 წლის 5 დეკემბერს დაინიშნა. გასულ წელს მიღებული გადაწყვეტილებით, უფლებამოსილების ვადა 2018 წლის პირველ აპრილამდე განესაზღვრა.

Comments
Loading...