შპს “ლ.ა.ინვესტს” საბროკერო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა

55

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 29 აგვისტოს განკარგულებით, საბროკერო კომპანია შპს "ლ.ა. ინვესტს" საბროკერო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა აღნიშნული კომპანიის ადგილზე შემოწმებისას აღმოჩენილი დარღვევების შედეგად მიიღო. შპს "ლ.ა. ინვესტი" (ს/ნ 430034811) საბროკერო საქმიანობას შემდეგი ვებგვერდის საშუალებით ახორციელებდა: www.startfx.com.

Comments
Loading...