შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა მიმდინარეობს

4

პროექტით 250 სტუდენტზე გათვლილ თანამედროვე ტიპის შენობაში სრულად იქნება გათვალისწინებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებები; ზედა სართულების ხელმისაწვდომობის მიზნით იფუნქციორებს ლიფტი, მოეწყობა პანდუსები და ადაპტირებული სველი წერტილები.

კოლეჯის მშენებლობა ზუგდიდისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც ახალგაზრდების პროფესიულ მომზადებას და შემდგომში მათ დასაქმებას.

პროფესიულ განათლებაში მიმდინარე პროცესებმა მნიშვნელოვნად გაზარდა ამ სფეროთი საზოგადოების დაინტერესება, ამას მოწმობს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რაოდენობა და მათი დასაქმების მაჩვენებელი.

Comments
Loading...