შვედეთში 150 ადამიანი ითხოვს კომპენსაციას COVID-19 ვაქცინაციის შემდეგ გართულებების გამო

10

თითქმის 150 შვედმა მოითხოვა კომპენსაცია ჯანმრთელობის დაზღვევის ფონდისგან COVID-19 ვაქცინაციის შემდეგ გართულებების გამო.

“ჩვენ ჯერჯერობით არ ვართ დაკავებული რაიმე კომპენსაციის გაცემით. ეს მოითხოვს უფრო დიდხნიან გამოძიებას”, – განმარტა განყოფილების დირექტორის მოადგილემ ანდერს ჰულტმანმა.

კომპენსაციის საჩივრები ვრცელდება ქვეყანაში დამტკიცებულ სამივე ვაქცინაზე – Pfizer-BioNTech, Moderna და AstraZeneca. ჰულტმანის აზრით, ამ სტატისტიკური მონაცემებიდან არცერთი პრეპარატი არ გამოირჩევა სხვისგან.

ვაქცინაცია ქვეყანაში 27 დეკემბერს დაიწყო. მთავრობის მიზანია, 2021 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით ყველა შვედი მოზრდილის ვაქცინაცია. ამჟამად, მოსახლეობის 16% -მა მიიღო მინიმუმ ერთი დოზა.

Comments
Loading...