შვედეთში პირველი სრულად გადამუშავებული ელემენტი შეიქმნა

5

შვედურმა კომპანია Northvolt-მა მსოფლიოში პირველი, 100%-ით გადამუშავებული ნიკელის, კობალტის და მანგანუმისგან, ელემენტი შექმნა. ამის შესახებ გამოცემა  Green Deal იუწყება.

რეციკლირებული ლითონის ლითიუმ-იონური ბატარეა შეიქმნა პროგრამის ფარგლებში სახელწოდებით Revolt. ნიკელი, მანგანუმი და კობალტი მიღებულ იქნა ძველი ელემენტების გადამუშავების შედეგად.

Northvolt-მა ასევე გამოაცხადა, რომ Revolt-ის ქარხნის მშენებლობა 2022 წლის პირველ კვარტალში დაიწყება. ქარხანა ექსპლუატაციაში 2023 წელს შევა.

ლითიუმის, კობალტის, მანგანუმის და ნიკელის გარდა, ქარხანა ასევე შეძლებს პლასტმასის, სპილენძისა და ალუმინის გადამუშავებას საბოლოო პროდუქტების წარმოებაში დაბრუნებით.

Comments
Loading...