შვედეთში ინფლაცია რეკორდულ 3.6%-ზეა

11

ნოემბრის თვეში შვედეთში ინფლაციამ რეკორდულ ნიშნულს, 3,6%-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის სტატისტიკის დეპარტამენტი ავრცელებს.

ინფლაციის 28-წლიან რეკორდულ ნიშნულამდე გაზრდა ელექტროენერგიისა და საწვავის ფასების ზრდამ გამოიწვია.

სტატისტიკის დეპარტამენტი განმარტავს, რომ ამ ენერგომატარებლების წვლილმა დაახლოებით 1,8 პროცენტული პუნქტი შეადგინა, რაც 021 წლის ნოემბრის ინფლაციის მაჩვენებლის თითქმის ნახევარია.

ევროკავშირი გაზის ფასების მკვეთრი მატების წინაშე დგას, რამაც  ელექტროენერგიის ფასის ზრდა გამოიწვია, რაც თავის მხრივ ზეწოლას ახდენს მომხმარებლებზე და ეკონომიკაზე.

Comments
Loading...