შეხვედრა თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისულ ცენტრში

6

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორი, მერი მაღლაფერიძე და თბილისის კრიზისული ცენტრის უფროსი, ინდირა რობაქიძე ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, პრემიერ-მინისტრის მრჩეველს, ნიკო თათულაშვილს და საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) წარმომადგენელს, კაორი იშიკავას შეხვდნენ.

შეხვედრისას განხილული იქნა, სახელმწიფო პოლიტიკა მსხვერპლთა დაცვის, დახმარების, რეაბილიტაციის და გაძლიერების ნაწილში. ხაზი გაესვა, რომ სამთავრობო უწყებების კოორდინირებული მუშაობა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში.

სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, ძალადობის სავარაუდო მსხვერპლთა/მსხვერპლთა/დაზარალებულთა დაცვა, დახმარება და რეაბილიტაციაში მხარდაჭერა.

Comments
Loading...