“შენი იდეა ბათუმს” – პროექტის ფარგლებში 2022 წლის იდეების მიღება დაიწყო

3

🔹,,შენი იდეა ბათუმს” – პროექტის ფარგლებში 2022 წლის იდეების მიღება დაიწყო.
🔹იდეების რეგისტრაცია მარტივად, მხოლოდ პირადობის მოწმობითა და მოქმედი ტელეფონის ნომრით, შესაძლებელია ონლაინ, ვებგვერდზე www.idea.batumi.ge

🔹იდეების კატეგორიებს დაემატა კოვიდ-19-ის კატეგორია, რაც კოვიდ-19-ით გამოწვეული ნეგატიური შედეგების შემსუბუქებისკენ მიმართულ ღონისძიენებებს გულისხმობს.
🔹პროექტის მიზანია მოქალაქეთა ჩართულობა საბიუჯეტო პროცესის ნაწილში და მათ საჭიროებებზე დაფუძნებული ბიუჯეტის შემუშავება, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეების უშუალო მონაწილეობით შემუშავდება და განისაზღვრება ბათუმის მერიის მიერ განსახორციელებელი პროექტები.
🔹მონაწილეობითი ბიუჯეტირების ფარგლებში მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილი პროექტების განხორციელების არეალი უნდა ექცეოდეს ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში.
🔹პროექტს „შენი იდეა ბათუმს“ 2019 წლიდან ახორციელებს ბათუმის მერია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის პროგრამისა (GGI) და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) მხარდაჭერით.

Comments
Loading...