შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლები ჟურნალისტებს შეხვდნენ

516

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლები მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. სასახურის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს საგადასახადო შემოწმების გასვლითი პროცედურების რეგლამენტის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.

ჟურნალისტების შეკითხვებს, შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ვახტანგ ლაშქარაძემ და შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა ბაქარ დევდარიანმა უპასუხეს. საუბარი შეეხო აუდიტის სამსახურში დანერგილ სიახლეებს და დაგეგმილ ღონისძიებებს.

ვახტანგ ლაშქარაძემ გასული წლის სტატისტიკაზე და მიმდინარე წლის გეგმებზე ისაუბრა. პრეზენტაციის ძირითადი თემები სამსახურის ძირითადი ფუნქციები, შემოწმების ორგანიზებაში განხორციელებული ცვლილებები, ახალი რეგლამენტის ამოქმედებამდე არსებული პრობლემები და მომდინარე პროცესები იყო.

Comments
Loading...