შეკვეთილში, ჩეხეთის საელჩოს მონაწილოებით, კომპანია L&R-ის პროექტების პრეზენტაცია გაიმართება

500

7 ივნისს,  16:00  საათზე,   შეკვეთილში,  სასტუმროში "ლაგუნა შეკვეთილთან" ჩეხეთის საელჩოს თანადგომითა და მონაწილოებით კომპანია L&R-ის მიერ განხორციელებულ პროექტების პრეზენტაცია გაიმართება.

შეკვეთილს ეწვევიან ჩეხი და სლოვაკი ინვესტორები. უცხოელი სტუმრები ადგილობრივ ბიზნეს გარემოს გაეცნობიან და მომავალში დაგეგმილ ინვესტიციებზე იმსჯელებენ.

სულ 3 წლის განმავლობაში ჩეხეთიდან და სლოვაკეთიდან შეკვეთილში 15 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. მომდევნო 2 წლის განმავლობაში კი ამავე რეგიონში 20 მილიონ ლარამდე ინვესტიციის განხორციელება იგეგმება. აღნიშნული კომპანიები ბიზნესის განვითარებას სამშენებლოს გარდა სხვა სფეროებშიც გეგმავენ. პარალელურად მოლაპარაკებები მიმდინარეობს ახალ საინვესტიციო ჯგუფებთან.

ამასთან, ისინი კომპანია “L&R”-ის მიერ განხორციელებულ პროექტებს დაათვალიერებენ. აღნიშნული პროექტი რამდენიმე შენობისგან შედგება, რომელიც სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის საცხოვრებელ ბინებს აერთიანებს. ღონისძიებას ხელისუფლების წარმომადგენლები, ბიზნესმენები და ასევე უცხოური და ადგილობრივი მედია.

კომპანია L&R 2014 წელს დაარსდა და მას სლოვაკი და ჩეხი დამფუძნებლები ჰყავს. 2015 წლიდან დაწყებული აქტიური მოლაპარაკებების შედეგად კი 2016 წელს კომპანიამ ხელშეკრულება სამ სხვადასხვა კომპანიასთან გააფორმა და აქტიურად მუშაობს ინვესტიციების მოზიდვაზე სხვა და სხვა სფეროში.

Comments
Loading...