შეიძინე მასალები „ნოვაში“ და დაამზადე ნივთები „ნოვას“ ფეისბუქ-გვერდის დახმარებით

41

ალბათ ერთხელ მაინც ყველას გვიცდია ნივთებისა თუ სახლის აქსესუარების ჩვენით გაკეთება – იქნება ეს სურათის ჩარჩო, ყუთი, ქოთანი თუ სხვა რამ. მიმართულებას, რომელიც ინტერნეტსივრცეში Do It Yourself-ის სახელითაა ცნობილი, უამრავი მიმდევარი ჰყავს.

სხვადასხვა ვიდეოპლატფორმებზე კი შეხვდებით უამრავ სახალისო კონტენტს, სადაც ადამიანები ინტერნეტ-მომხმარებლებს ასწავლიან, თუ როგორ უნდა გადავაკეთოთ და გამოვაცოცხლოთ ბინის ინტერიერი თუ ეზო.

სწორედ ამ მიმართულებით დაიწყო აქტიური მუშაობა სამშენებლო სარემონტო მასალების კომპანია „ნოვამ“, რომელმაც 2020 წლის დასაწყისში მასშტაბური რებრენდინგიც განახორციელა.

პროექტი „ვაკეთოთ ერთად“ ახლახანს გაეშვა „ნოვას“ ფეისბუქ-გვერდზე, თუმცა საინტერესო, გამოსადეგი და მარტივი რჩევების წყალობით უკვე მოასწრო ერთგული მაყურებლის გაჩენაც.

სახალისო, მარტივი და მოკლე ვიდეოები გვაჩვენებენ, როგორ შეიძლება ხელმისაწვდომი ფასის მქონე მოწყობილობებით საინტერესო, ორიგინალური და მიმზიდველი დეკორაცია ან სახლის აქსესუარები გავაკეთოთ.

გიფიქრიათ ოდესმე, საკუთარი ხელით ცემენტისგან როგორ უნდა დაამზადოთ ლამაზი და ორიგინალური სანათი? ან ძველი ურნისგან როგორ შევქმნათ ყვავილების ქოთანი? პატარების ოთახის თქვენი ხელით გაკეთებული დეკორით გახალისებაზე რას იტყოდით?

ამ და სხვა უამრავ მარტივ და ორიგინალურ DIY ვიდეოს აუცილებლად აღმოაჩენთ „ნოვას“ ფეისბუქის გვერდზე. ამის შემდეგ კი ისღა დაგრჩენიათ, „ნოვას“ ერთ-ერთ მეგაცენტრში საშოპინგოდ წახვიდეთ.

თუკი ასეთი ვიდეოები თქვენთვის მაინც არაა საკმარისი მოტივაცია იმისთვის, რომ ნივთები საკუთარი ხელით შექმნათ, მაშინ იმასაც გეტყვით, რომ „ნოვას“ ფეისბუქის გვერდზე რეგულარულად ტარდება სხვადასხვა სახალისო გათამაშებები. გათამაშების პირობები, როგორც წესი, მარტივია: თქვენ მხოლოდ ის გევალებათ, მოიფიქროთ ან გაიხსენოთ საინტერესო ისტორიები კომენტარებში.

https://www.facebook.com/novashop.ge/photos/a.959631840730568/4115009315192789/

როგორია „ნოვა“ განახლების შემდეგ?

ის ერთ-ერთი ჩვენგანია; ადამიანი რომელიც სვამს კითხვებს და ყურადღებით უსმენს პასუხებს; არის გახსნილი და გულწრფელი; საქმის კეთების პროცესში კი აღმოაჩენთ რომ არის ინოვაციური თითოეულ დეტალში.

რებრენდინგის შემდეგ კომპანიამ დაიმატა საცალო გაყიდვების მიმართულებაც. სწორედ ამ მიმართულებამ მოითხოვა ორი მასშტაბური მეგაცენტრისა და თვისობრივად ახალი მომსახურების, DIY-ის შეთავაზების განვითარებაც მომხმარებლისთვისაც.

2020 წლის ბოლომდე კი კომპანია სრულიად თანამედროვე და ინოვაციურ, მასშტაბურ ონლაინ-მაღაზიას ჩაუშვებს, რითაც ციფრულ სივრცეს კიდევ უფრო უკეთ აითვისებს.

35 ათასზე მეტი დასახელების პროდუქტი – „ნოვას“ ორი მასშტაბური მეგაცენტრი თბილისსა და ბათუმში გახსნის დღიდან წარმატებით ფუნქციონირებს.

თუკი მასალების მრავალფეროვნება დაგაბნევთ, თქვენი საჭიროების მიხედვით შესაბამის პროდუქტს „ნოვას“ კონსულტანტები აგარჩევინებენ. აქ შეხვდებით როგორც დაბალბიუჯეტურ, ასევე – პრემიუმ მასალებს, ამიტომაც „ნოვაში“ შოპინგი საინტერესოა ნებისმიერი ტიპის ადამიანისთვის.

Comments
Loading...