შეიქმნა პეტიცია, რომლის ხელმომწერებსაც სურთ, რომ ჯეფ ბეზოსი კოსმოსიდან აღარ დაბრუნდეს

12

სულ მცირე 41 000-მა ადამიანმა მოაწერა ხელი პეტიციას, რომლის თანახმად, Аmazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი აღარ უნდა დაბრუნდეს დედამიწაზე კოსმოსიდან, სადაც რამდენიმე კვირაში გაემგზავრება. ინფორმაციას ამის შესახებ Insider ავრცელებს

“მილიარდერები არ უნდა არსებობდნენ არც დედამიწაზე, არც კოსმოსში, და თუ კოსმოსში გაფრენას გადაწყვეტენ, მანდ დარჩნენ კიდეც”, – აღნიშნულია პეტიციაში

ამასთან, კომენტარებს შორის ლიდერობს შემდეგი შეტყობინებები: “დედამიწაზე უკან შემოშვება პრივილეგიაა, და არა უფლება”, “ადამიანებს არ სჭირდება ისეთი ადამიანები, როგორიცაა ჯეფ ბეზოსი, ბილ გეითსი, ილონ მასკი და სხვა მსგავსი მილიარდერები”.

შეგახსენებთ, ამერიკული კომპანია Amazon-ის გენერალური დირექტორი, მილიარდერი ჯეფ ბეზოსი ძმასთან ერთად 20 ივლისს კოსმოსში გაფრინდება. კომპანიამ Blue Origin შექმნა სპეციალური ხომალდი, რომელმაც კოსმოსში უკვე 15 საცდელი გაფრენა შეასრულა. კოსმოსური ხომალდი სახელწოდებით New Shepard, დედამიწის ორბიტაზე კაფსულით 6 მგზავრს აიყვანს, სადაც, ის უწონადობის პირობებში 10 წუთის განმავლობაში იქნება. ამის შემდეგ, ხომალდი ისევ დედამიწაზე დაბრუნდება. საბოლოო ჯამში, გაფრენა მოიცავს 40 წუთს. გაფრენა 2024 წლისთვის იგეგმება.

კომპანია Blue Origin საკმაოდ მძლავრი აერო-კოსმოსური სააგენტოა, რომელიც ილონ მასკის პროექტებს უწევს კონკურენციას. ასევე, ჯეფ ბეზოსი, ასტრონავტებს მთვარეზე სამოგზაუროდ საკუთარ – Blue Moon კონტრაქტს სთავაზობს.

Comments
Loading...