შატბერაშვილის ქუჩასა და ღოღობერიძის შესახვევში გზის საფარის მოწესრიგება მიმდინარეობს

6

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, შატბერაშვილის ქუჩის ბოლოს, სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის საფარი ეწყობა.

სამუშაოების შედეგად, 900 კვ. მ ფართობის ტერიტორიაზე გზის საფუძველი აღდგება და ასფალტის საფარი დაიგება. პროექტის ღირებულება 70 000 ლარს შეადგენს. გარდა ამისა, გზის რეაბილიტაცია ღოღობერიძის შესახვევშიც ხორციელდება.

დაახლოებით, 800 კვ. მ ფართობის განახლებისთვის 37 000 ლარია გამოყოფილი.

სამუშაოების მიმდინარეობას ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე გაეცნო.

Comments
Loading...